თორნიკე გოგრიჭიანი: "სიმართლე ასეთი ცხადი და გადამდები ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა"
ზაარბრიუკენი ხიდზე ცოცხალ ჯაჭვში მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი დგას. როგორც მსახიობმა "პირველებთან" განაცხადა, ახალი არჩევნები არის ყველაზე მშვიდობიანი და ლეგიტიმური გამოსავალი ამ პროცესიდან.
ამასთან, თორნიკე გოგრიჭიანი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისწუფლებას ითხოვენ.
სიმართლე ასეთი ცხადი და გადამდები ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა. მათთვისაც კი, ვინც ცდილობს, რომ ეს არ შეიმჩნიოს. ეს ჯაჭვიც და მთელი ერთთვიანი ტალღა მარტო ამას ცხადყოფს და შეუძლებელია ამ ტალღამ გაძლოს რაღაც ნამდვილის გარეშე. ეს ხალხი გააგრძელებს სიმართლისთვის ბრძოლას. მე მინდა, რომ დიდი და ძლიერი დასასრული ჰქონდეს ამას. ახალი არჩევნები არის ყველაზე მშვიდობიანი და ლეგიტიმური გამოსავალი და უნდა გათავისუფლდნენ დაკავებულები. '', - ამბობს თორნიკე გოგრიჭიანი.
ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის - ამ წუთებში პროტესტის კერა ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობისა და მეტეხის ხიდებზეა.
მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და სწორედ ამ ფორმით აპროტესტებენ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას.