დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ყველაფერი შევცვალოთ - ცხადაძე

28.12.24 16:23
დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ყველაფერი შევცვალოთ - ცხადაძე

ზაარბრიუკენის ხიდზე, სადაც მოქალაქეებმა ერთობის ჯაჭვი გააკეთეს, გიორგი ცხადაძეც იმყოფება - მსახიობი აცხადებს, რომ ასეთი ერთიანი ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არასდროს ყოფილა.

მომღერალი ამბობს, რომ მოქალაქეებზეა დამოკიდებული, როგორი მომავალი ექნება საქართველოს.

როგორსაც ვხედავთ, რეალურად ასეთი ერთიანი ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არასდროს ყოფილა. ყველა პროფესიის ადამიანი ცოცხალ ჯაჭვშია. ახლა იწერება ჩვენი ქვეყნის მომავალი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვიდგეთ ერთად ყველანაირი აზრის გათვალისწინებით. დღეს გაქვს შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი შევცვალოთ და ამაზეა დამოკიდებული, როგორი მომავალი ექნება ჩვენს ქვეყანას'', - ამბობს გიორგი ცხადაძე.

ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის - ამ წუთებში პროტესტის კერა ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობისა და მეტეხის ხიდებზეა.

მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და სწორედ ამ ფორმით აპროტესტებენ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას.