"ეს ადამიანები დაიბრუნებენ სახელმწიფოს და ავაშენებთ ძლიერ ევროპულ ქვეყანას" - ბადრი ჯაფარიძე ერთობის ჯაჭვს შეუერთდა
ბადრი ჯაფარიძე ერთობის ჯაჭვს შეუერთდა - კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გალაქტიონის ხიდზე მივიდა.
რასაც ჩვენ ვუყურებთ ამაღელვებელია, ძნელია ემოციების გარეშე დააკვირდე - ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი.
საქართველოში ცხოვრობს თავისუფლების მოყვარული ხალხი, რომელსაც ეკუთვნის ევროპული მომავალი, მშვიდობით სავსე მომავალი, არასდროს არ შეეგუება დიქტატს, სიყალბეს, ავტორიტარულ სისტემას. დღეს, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ეს არის ამაღელვებელი სურათი, წარმოუდგენელი სურათი, რომელსაც შეუძლებელია ემოციების გარეშე დააკვირდე და მე ვფიქრობ, რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამ ბრძოლას, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს თავის ფუნდამენტური უფლება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევების ჩატარების უფლება ეს ადამიანები უკან არ დაიხევენ და ისინი იბრძოლებენ, სანამ არ გაითავისებს'' ქართული ოცნება'', რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი არის შეთანხმება ახალ არჩევებზე და ეს ადამიანები დაიბრუნებენ სახელმწიფოს და ავაშენებთ ძალიან ძლიერ ევროპულ ქვეყანას'', - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
თბილისის 7 ხიდზე პროტესტის კერაა. მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და სწორედ ამ ფორმით აპროტესტებენ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას. ისინი ხელახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.