ერთობის ჯაჭვში ჩართული მოქალაქეები გალაქტიონის ხიდიდან მსვლელობით პარლამენტისკენ მიდიან
ერთობის ჯაჭვში ჩართული მოქალაქეები გალაქტიონის ხიდიდან მსვლელობით პარლამენტისკენ მიდიან.
ამ წუთებში პროტესტის კერა ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობისა და მეტეხის ხიდებზეა.
მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და სწორედ ამ ფორმით აპროტესტებენ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას. ისინი ხელახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.