მოქალაქეები ცოცხალი ჯაჭვით ვახუშტის ხიდიდან გმირთა მოედნისკენ მიემართებიან

28.12.24 16:48
მოქალაქეები ცოცხალი ჯაჭვით ვახუშტის ხიდიდან გმირთა მოედნისკენ მიემართებიან

ევროპული მომავლის მცველები ცოცხალი ჯაჭვით ვახუშტის ხიდიდან გმირთა მოედნისკენ მიემართებიან - მოქალაქეები გეგმავენ, რომ მათი დანიშნულების საბოლოო ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იყოს. 

პროტესტის ავანგარდში მოქცეულ ადამიანებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ვახუშტის ხიდიდან დაძრულ მოქალაქეებს მანქანები სიგნალებით ხვდება. 

"საქართველოს მომავალი ევროკავშირშია" - სკანდირებს თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი, რომელიც ხელახალი არჩევნების დანიშვნას და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ. 

ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის - ამ წუთებში პროტესტის კერა ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობისა და მეტეხის ხიდებზეა.

მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და სწორედ ამ ფორმით აპროტესტებენ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას.