ივანიშვილმა მთელი ქვეყანა არ უნდა გადაიყოლოს... ბოლომდე ვიბრძოლებთ - გიორგი ბოჭორიშვილი ერთობის ჯაჭვს შეუერთდა
მსახიობი, გიორგი ბოჭორიშვილი ერთობის ჯაჭვს შეუერთდა - მისი თქმით, საქართველოს უამრავი მოქალაქე, რომელიც ახლა ქუჩაში დგას ყველაფერს გააკეთებს, რომ ბიძნა ივანიშვილმა ქვეყანა იზოლაციაში არ მოაქციოს და არ გადაიყოლოს.
ახლა მთავარია, რომ ამ კაცმა, იმის გამო, რომ თვითონ არის იზოლირებული, მთელი ქვეყანა არ მოაქციოს იზოლაციაში და არ გადაიყოლოს. რასაც დღესდღეობით "ქართული ოცნება" აკეთებს, ეს არის საქართველოს მომავლის წართმევა ბიძინა ივანიშვილის ხელით და კიდევ უკან რუსეთის ხელით. ჩვენ მთელი ქვეყანა დავდგებით და ამისთვის ვიბძოლებთ", - ამბობს გიორგი ბოჭორიშვილი.
ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის - ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობისა და მეტეხის ხიდებზეე შეკრებილი მონაწილეების ნაწილი, ამ წუთებში მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართება.
მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და სწორედ ამ ფორმით აპროტესტებენ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას. ისინი ხელახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.