მშვიდობის ხიდზე მყოფი ადამიანები ერთობის ჯაჭვით პარლამენტისკენ დაიძრნენ
მშვიდობის ხიდზე მყოფი ადამიანები ერთობის ჯაჭვით პარლამენტისკენ დაიძრნენ - ამ წუთებში ევროპული მომავლის მცველები ლესელიძეზე იმყოფებიან და გზად ჯგუფი ყველას სიმღერას - "სამშობლოს" მღერიან.
თავისუფლებისთვის მებრძოლელს ადგილზე საქართველოს, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები აქვთ მიტანილი. ისინი "ქართულ ოცნებას" ხელისუფლების დათმობისკენ მოუწოდებენ.
ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის - ამ წუთებში პროტესტის კერა ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობისა და მეტეხის ხიდებზეა.
მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და სწორედ ამ ფორმით აპროტესტებენ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას.