ბარათაშვილის ხიდიდან მოქალაქეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს
საქართველოში პროტესტის 31-ე დღეა - მოქალაქეებმა, რომლებმაც ბარათაშვილის ხიდზე ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს, პარლამენტთან გადაინაცვლეს.
ევროპული მომავლის მცველები საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ და ახლა დედაქალაქის ცენტრალური გამზირიდან "ქართულ ოცნებას" მოთხოვნებს უყენებენ.
თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ.