გალაკტიონის ხიდიდან ცოცხალი ჯაჭვის მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს

28.12.24 17:27
გალაკტიონის ხიდიდან ცოცხალი ჯაჭვის მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს

უწყვეტი პროტესტი გრძელდება - გალაკტიონის ხიდიდან ცოცხალი ჯაჭვის მონაწილეებმა მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დღეს ერთი იდეის გარშემო ერთიანდებიან და ერთად ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ .

აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას.

ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის - ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობისა და მეტეხის ხიდებზეე შეკრებილი მონაწილეების ნაწილი, ამ წუთებში მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართება.