შთამაგონებელი სურათებია საქართველოდან - მარგუს ცაჰკნა ერთობის ჯაჭვზე

28.12.24 18:12
შთამაგონებელი სურათებია საქართველოდან - მარგუს ცაჰკნა ერთობის ჯაჭვზე

ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს, რომ "საქართველოში დღეს შთამაგონებელი სურათებია".

„შთამაგონებელი სურათებია დღეს საქართველოდან.

ესტონელებმა ყველაფერი იციან ერთობლივი მიზნისთვის ხელების ჩაკიდების ძალაზე. პროტესტების დაწყებიდან ერთი თვე გავიდა და ცხადია - ქართველები აგრძელებენ დემოკრატიული და ევროპული მომავლის მოთხოვნას“, - წერს ცაჰკნა X-ის საკუთარ გვერდზე.

ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის - ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობისა და მეტეხის ხიდებზეე შეკრებილი მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ.

მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და სწორედ ამ ფორმით გააპროტესტეს "ქართული ოცნების" ანტიევროპული პოლიტიკა.