"ძვირფასო ქართველებო, მყარად დარჩით! ლიეტუვა თქვენთანაა" - ბუდრისი ერთობის ჯაჭვზე
"ძვირფასო ქართველებო, მყარად დარჩით! ლიეტუვა თქვენთანაა" - ასე ეხმაურება საქართველოში გამართულ ერთობის ჯაჭვს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი.
„თავისუფლების სული უტეხია. დღეს ქართველი ხალხი ერთიანობის ჯაჭვში დგას დემოკრატიისთვისა და თავიანთი ევროპული მომავლისთვის, როგორც ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ხელიხელჩაკიდებულები იდგნენ „ბალტიის გზაში“, რათა თავი დაეღწიათ საბჭოური ციხიდან. ძვირფასო ქართველებო, მყარად დარჩით - ლიეტუვა თქვენთანაა“, - წერს ბუდრისი იქსზე.
ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის - ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობისა და მეტეხის ხიდებზეე შეკრებილი მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ.
მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და სწორედ ამ ფორმით გააპროტესტეს "ქართული ოცნების" ანტიევროპული პოლიტიკა.