„თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს" - სპორტსმენებმა საპროტესტო მარში დაიწყეს

28.12.24 19:59
„თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს" - სპორტსმენებმა საპროტესტო მარში დაიწყეს

პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილმა სპორტსმენებმა საპროტესტო მარში დაიწყეს. მათ გაშლილი აქვთ ბანერი -„სპორტსმენები ძალადობის წინააღმდეგ".

აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს".

სპორტსმენებს ადგილზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები და სხვადასხვა დასაკრავი ინსტრუმენტებიც აქვთ მოტანილი.

აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ, სადაც აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან.