ერთიანობის ჯაჭვი იყო იყო განუმეორებელი, უკან არ დავიხევთ - ნატა მურვანიძე
მსახიობი ნატა მურვანიძე რსუტაველის გამზირზე დგას იმ უამრავ ადამიანთანე რთად, ვინც ქვეყნის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვის.
მურვანიძე ამბობს, რომ ერთიანობის ჯაჭვი არაჩვეულებრივი, განუმეორებელი და უნიკალური იყო და დღევანდელმა დღემ კიდევდაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვერაფერი ვერ შეაშინებს.
ვფიქრობ, ეს ერთიანობა რაც დღეს იყო, იყო არაჩვეულებრივი, განუმეორებელი და უნიკალური. მე არმგონია, რომ ვინმე დაიღალოს, შეეშინდეს ან უკან დაიხიოს. ყველა შემთხვევაში, უნდა მივიდეთ ხელახალ არჩევნებამდე. ვერც ერთი ხელისუფალი ვერ უძლებს 2 ვადაზე მეტს, რაც არ უნდა ანგელოზი იყოს. უნდა შემოვიდეს ახალი სახეები პოლიტიკაში და ვიფქრობ, ეს ახალი და სუფთა სახეები შექმნიან ახალს რაღაცას და ჩვენც სადარაჯოზე ვიქნებით, რომ არ დაემართოთ იგივე, რაც წინამორბედებს დაემართათ ", - ამბობს ნატა მურვანიძე.