დღევანდელმა ჯაჭვმა გვაჩვენა, რომ ამ ქვეყანაში საზოგადოების იმედი შეგიძლია გვქონდეს - ირაკლი კვირიკაძე
მსახიობი ირაკლი კვირიკაძე, რომელიც ყოველდღე აქციაზე დგას ამბობს, რომ დღევანდელმა ერთიანობის ჯაჭვმა აჩვენა, რომ ამ ქვეყანაში საზოგადოების იმედი შეგიძლია გვქონდეს.
დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ამ ქვეყანაში საზოგადოების იმედი შეგიძლია გვქონდეს. ივანიშვილს მოუწევს ძალაუფლების დათმობა", - ამბობს ირაკლი კვირიკაძე.
ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის - ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობისა და მეტეხის ხიდებზეე შეკრებილი მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ.
მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და სწორედ ამ ფორმით გააპროტესტეს "ქართული ოცნების" ანტიევროპული პოლიტიკა.