მომავალ კვირას დავაინიცირებ საქართველოს კოშმარების არაღიარების აქტს - ჯო უილსონი
ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, რომ მომავალ კვირას საქართველოს კოშმარების არაღიარების აქტს დააინიცირებს.
ჯო უილსონი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში და ხელახალი არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს.
მომავალ კვირას დავაინიცირებ საქართველოს კოშმარების არაღიარების აქტს, რომელიც აკრძალავს აშშ-ის მიერ საქართველოში არალეგალური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას.
სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში, სანამ არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები", - წერს ჯო უილსონი.