საპრევენციო ღონისძიებები რომ გატარებულიყო, გინტურის მკვლელობამდე არ მივიდოდით - გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი
ცხოვრება მავთულხლართებთან და დაუცველი საქართველოს მოქალაქეები - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ მაღალი დაკვირვების საშუალებები, რომელიც საქართველოს ამერიკამ გადასცა და რომელსაც შორს მანძილზე მაღალი გარჩევადობით შეუძლია დააფიქსიროს ოკუპანტების გადაადგილება, ივანიშვილის რეჟიმი არ იყენებს.
არ იყენებენ, ალბათ იმიტომ, რომ რუსეთზე დაკვირვება არ აწყობთ - აცხადებს გდდ-ს ყოფილი მარალჩინოსანი.
ირაკლი შაიშმელაშვილის პირდაპირ ამბობს, რომ საპრევენციო ღონისძებები რომ გატარებულიყო, თამაზ გინტურის მკვლელობა არ მოხდებოდა.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლები - გადმოგვეცა მაღალი დაკვირვების ამერიკული საშუალებები, მანქანები, რომლებსაც აქვთ ფუნქცია დააკვირდეს მოწინააღმდეგეს შორ მანძილზე, მაღალი გარჩევადობით, მათ შორის ღამე. ამ მანქანებზე ჩავატარეთ სწავლებები, გადავამზადეთ ქვედანაყოფები, თუმცა არ იყენებენ. არ იყენებენ, ალბათ იმიტომ, რომ რუსეთზე დაკვირვება არ აწყობს არავის. ალბათ, რუსეთი არ გავაღიზიანოთ, არვიცი. ეს ხალხი ვინც ამაზე უნდა მუშაობდეს, სამწუხაროდ, სვხის ფეისბუკებს უყურებენ, ვინ ვის რა მოუწონა, დაუკომენტარა, მერე ამას ასქრინშოტებენ და შეაქვთ ხელმძღვანელობენ.
სადაზვერვო მოქმედებებს სოციალურ ქსელში ახორციელებენ თანამშრომლების წინააღმდეგ. ძალიან ხშირად ჩვენ არ გვქონია ინფორმაცია, და დავით ქაცარავასგან გაგვიგია.
იქ რომ ყოფილიყო გატარებული საპრევენციო ღონისძებები არ მივიდოდით გინტურის მკვლელობამდე. მსგავსი ფაქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო", - აცხადებს შაიშმელაშვილი.
ექსკლუზიური ინტერვიუ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსთან, პოლკოვნიკ ირაკლი შაიშმელაშვილთანვრცლად ნახეთ აქ: