"მანდაც მოგწვდებით" - ჩიკვაიძის თქმით, მამხილებელი ინტერვიუს შემდეგ, შაიშმელაშვილს შვილების ლიკვიდაციით ახლაც ემუქრებიან

29.12.24 00:36
"მანდაც მოგწვდებით" - ჩიკვაიძის თქმით, მამხილებელი ინტერვიუს შემდეგ, შაიშმელაშვილს შვილების ლიკვიდაციით ახლაც ემუქრებიან

 

 

სკანდალური მხილების კიდევ უფრო სკანდალური გაგრძელება - ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში "ოცნების" ელიტასთან მჭიდრო კავშირში იყო, ამბობს, რომ გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს "შვილების" ლიკვადიციით", ამ წუთებშიც ემუქრებიან. 

როგროც ბიზნესმენმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, ამ წუთებში, შაიშმელაშვილი საგანგებო დაცვის ქვეშ, ამერიკის ტერიტორიაზე იმყოფება და მას განსაკუთრებული პროტოკოლით იცავენ.

მეტიც, ჩიკვაიძის მონაყოლით ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა თეთრის სახლის ახალ ადმინისტრაციას აქვს აღებული. 

ამ წუთებშიდაც მასზე ხორციელდება მუქარა, ურეკავენ გამოძებნეს საერთო ახლობლები, ახლაც, ერთი საათის წინ ჰქონდა მსგავს მუქარას ადგილი. მუქარის ტექსტებია ასეთი: შენ გგონია მანდ ვერ მოგწვდებით?  ეუბნებიან, მანდ დაგიხოცავთ შვილებს, მანდაც მოგწვდებით, უბრალოდ ჩემი რჩევა იქნება, ეს ხელი რომლითაც ემუქრებიან, სადმე ოკეანის თავზე არ დაკარგონ, სანამდე მიაწვდენენ. 

ასევე მინდა ძალიან საინტერესო რამ ვთქვა, ირაკლი შაიშმელაშვილი იმყოფება ძალიან სოლიდრი პროტოკოლით აშშ-ის ტერიტორიაზე. ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს თეთრი სახლის ადმინისტრაციის ახალი შემაგდენლობა. მე ვფიქრობ, ეს უნდა იყოს სიგნალი. ირაკლი შაიშმელაშვილმა რაც ილაპარაკა "ნოდარ მელაძესთან" ამას ახლავს დოკუმენტაციაც. მე ვერ გეტყვით თან წაიღო თუ სად წაიღო. ჩემი ღრმა რწმენით, ის სანქციები, რომელიც ძალიან დროული იყო, ეს სანქციები ამ ეტაპზე არ დარჩება და უფრო დამძიმდება", - ამბობს ჩიკვაიძე. 

ირაკლი გრიგოლიას დამაზუსტებელ კითხვაზე, ვინ შეიძლება გდდ-ს ყოფილ შეფს შვილების ლიკვადაციით ემუქრებოდეს, გიორგი ჩიკვაიძემ არ გამორიცხა, რომ მუქარის უკან "ხარება" და გომელაური იდგენენ. 

"ურეკავენ სავარაუდოდ, გომელაურის და "ხარებას" სახელით. არ აქვს მნიშვნელობა უშაულოდ გომელაური, უშუალოდ "ხარება" თუ უშუალოდ ივანიშვილი, ყველა ერთს ლაპარაკობენ, ერთის სახით საუბრობენ. ამ მუქარებს დასასრული არ აქვს, მაგრამ მუქარები რჩება მუქარებად", - ამბობს ჩიკვაიძე"