დედა, რომლის შვილსაც სპეცრაზმელები ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ, შიმშილობას იწყებს

29.12.24 00:59
დედა, რომლის შვილსაც სპეცრაზმელები ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ, შიმშილობას იწყებს

დედა, რომლის შვილსაც სპეცრაზმელები ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ, შიმშილობას იწყებს - სინდისის პატიმრის, რეზო კიკნაძის მშობელი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ საუბრობს  შვილის მიმართ განხორციელებულ მუქარაძე და ამბობს, რომ საგამოზიებოს ამსახური დაკისრებულ მოვალეოაბს არ ასრულებს და არ ასაჯაროებს დაკავების კადრებს, სადაც ახალგაზრდის დაკავება და სავარაუდოდ, სამართალდამცველების მხრიდან ძალადობაა ასახული. 

ძალადობაში მხილებულ პირებს ხელს აფარებენ, არ გვაძლევენ ვიდეოჩანაწერებს, სადაც ჩანს ჩემი შვილის უდანაშაულობა. ჩემთვის ახალი წელი არ იქნება, მე არ ვაპირებ არაფრის აღნიშვნას, მინდა ჩემი სვილი გარეთ ვიხილო", - ამბობს დაკავებული ახალგაზრდის მშობელი. 

რეზო კიკნაძის ცოცხლად დამარხვის მცდელობის და წამების ისტორია ერთ-ერთი საქმეა, რომელიც ძალადობის 12 ეტაპიანი სქემაში მოხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ის სასტიკი მეთოდები აღწერეს და დაადოკუმენტრეს, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებდა. იყო შემთხვევა, როდესაც დაკავების, მიკროავტობუსში სპეცრაზმმა გაზის კაფსულა შეაგდო.

ამავე თემაზე: