წითელი ბარათი ყაველაშვილს - აქცია პარლამენტთან
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკანა მხარეს გადაინაცვლეს. ადგილზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფებია მობილიზებული. პროტეტის მონაწილეები ძალოვანი უწყების თანამშრომლებისთვის დისკომფორტის შექმნას სასტვენებით და საპროტესტოს შეძახლებით ცდილობენ. ისინი დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც ცოტა ხნის წინ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა, სიმბოლურად წითელი ბარათებით მივიდნენ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ცდილობენ, ფეხბურთელ ყაველაშვილს მის ენაზე ესაუბრონ და გააგებინონ, რომ მისი ადგილი პარლამენტში არ არის.
ჩვენი პრეზიდენტი არასდროს იქნება ყაველაშვილი. არ აგვირჩევია ჩვენ. საქართველო არ უყვართ ამათ. არ გავჩერდებით, ახალ წელსაც აქ ვიქნები ღამით, - ამბობს აქციის მონაწილე.