რუსთაველზე დღეს დაკავებული 6-ვე პირი თავისუფალია - რას ყვებიან მომიტინგეები

29.12.24 17:36
რუსთაველზე დღეს დაკავებული 6-ვე პირი თავისუფალია - რას ყვებიან მომიტინგეები

6 პირი, რომელიც დღეს რუსთაველის გამზირზე დააკავეს, ხელწერილით გაათავისუფლეს. ძალოვან უწყებებს არ განუმარტავთ, რისთვის დააკავეს ისინი. 

ერთ-ერთი დაკავებული ვეფხია ბეროზაშვილი გათავისუფლების შემდეგ პარლამენტთან დაბრუნდა და "პირველებთან" მისი დაკავების ეპიზოდი ქორონოლოგიურად გაიხსენა. 

მომოტინგე ამბობს, რომ სამართდალდამცველები მას დაემუქრნენ და უთხრეს, რომ თუკი აქციაზე კვლავ ნახავდნენ, უკვე არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლებრივი მუხლით დააკავებდნენ. 

ჩემი დაკავების მიზეზი, პირველი, იყო, რომ იგინებდიო ხალხმრავალ ადგილებშიო, მეორე მიზეზი იყო, რომ უკანონოდ გადაკვეთე გზა ქაშუეთის ტერიტორიაზეო. რომ მიმიყვანეს სამმართელოშ, დამაწერინეს ხელწერილი და ამ ხელწერილზე მუქარა გამომაყოლეს ასეთი, რომ აღარ დაგინახო მანდ მისულიო, თუ არადა, მეორედ რომ დაგინახო აქციაზეო, ვერც ადმინისტრაციული კოდექსი გიშველის და თვალებში არ მოგვხდეო. ასეთი ლაპარაკი იყო პოლიციის მხრიდან, - ამბობს მომიტინგე.

კიდევ ერთი გათვაისუფლებული მომიტინგე ქეთი პეტრიაშვილი ყვება, რომ ის იმ დროს დააკავეს, როდესაც მოხუცებული ადამიანის დახმარებას ცდილობდა. 

ჩემი დაკავება მოხდა ქაშუეთის ეკლესიასთან. პოლიცია ძალიან მოხუცებულ ქალბატონს ეხებოდა ხელით, ურტყამდა და ხელს კრავდა. ამ ქალს რომ ხელი მოვკიდე და გამოყვანას ვცდილობდი, მაშინ გადმოვიდნენ ჩემზე. დააკავეს ჩემი მეგობარი ცოტნე ნანავა, ფსიქოთერაპევტი მარტო იმიტომ, რომ ხელს არ მიშვებდა დაკავების დროს. ცოტნეს აგინეს, სცემეს და ისე დააკავეს. ყველა აქეთ-იქიდან მექაჩებოდა, ფეხსაცმელი გამხადეს, შემაგდეს პირდაპირი მნიშნელობით მანქანაში, - ამბობს პეტრიაშვილი. 

მსგავსი სიახლეები