პროტესტის მე-13 დღე თეატრალურში - სტუდენტებმა დღის წესრიგში რექტორის გადადგომაც დააყენეს
პროტესტის მე-13 დღე თეატრალურ უნივერსიტეტში - მოთხოვნების ჩამონათვალს სტუდენტებმა ახალი დაამატეს. ხელახალ არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას დაემატა რექტორის - გიორგი შალუტაშვილის თანამდებობიდან გადაყენება. ახალგაზრდები უნივერსიტეტის ხელმძღვანელის რიტორიკამ და ქმედებებმა გააღიაზიანა. გუშინ აქციის მონაწილეებს ახალი შეზღუდვები დაუწესეს. თეატრალურ უნივერსიტეტში მყოფი სტუდენტების მონახულების უფლება მშობლებს არ მისცეს. პრობლემური გახდა სტუდენტებისთვის საკვების შეგზავნაც.
თავიდან მოთხოვნა იყო, რომ შალუტაშვილს განცხადება გაეკეთებინა და სოლიდარული ყოფილიყო ყველა უკანონოდ დაპატიმრებულის მიმართ, მათ შორის არიან თეატრალური უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტებიც. მიიღეს პოსტი, რომელიც არ არის ის, რაც უნდოდათ და ამის შემდეგ გააგრძელეს უწყვეტი პროტესტი, 12 ღამეა უკვე აქ არიან. ახლა უკვე მოთხოვნებს დაემატა გიორგი შალუტაშვილის გადადგომაც, - აბობს აქციის მონაწილე.