გდდ-ს ყოფილი შეფის ხმაურიანი ინტერვიუ - მხილების შემდეგ ხარება დუმს

29.12.24 20:18
გდდ-ს ყოფილი შეფის ხმაურიანი ინტერვიუ - მხილების შემდეგ ხარება დუმს

 

მხილების შემდეგ ხარება დუმს. სპეცრაზმის შეფმა დღეს უარყოფაც კი არ სცადა, რომ  თბილისის ქუჩებში მოწყობილი სისხლიანი ღამეები ივანიშვილის ბრძანებით არ მოუწყვია. ოლიგარქისა და ხარებას კავშირებზე პირველად შაბათის ეთერში გდდ-ს ყოფილმა შეფმა ისაუბრა. მთელი ინტერვიუ იმის დადასტურება იყო, რომ ჯალათებს ხელშეუხებლობის გარანტიები აქვთ, რობოკოპების გარდა კი შვილების თაობას არაფორმალური დაჯგუფებები - დაქირავებული ხალხი არბევს. უკანონო ქმედებებშია ჩართული პოლიციაც. თუ შაიშმელაშვილს დავეყრდნობით, აქციებზე პროვოკაციას თავად პოლიცია აწყობს, რომ მომიტინგეები გამოიწვიოს. მისი თქმით, ეს გზა მოიფიქრა რეჟიმმა, რომ მოწინააღმდეგეები გაანეიტრალოს და ციხეებში გამოკეტოს. 

ეს ყველაფერი არ არის. გადამდგარმა პოლკოვნიკმა ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში თქვა, რომ  გომელაურის უწყება დასავლურ სტანდარტებზე მიზანმიმართულად ამბობს უარს. ძალოვანი უწყების ბოსს რუსეთის ეშინია და ამიტომ არ იყენებს 
იმ  მაღალი ხილვადობის სადაზვერვო აპარატურას, რომელიც საქართველოს შტატებმა გადასცა, რომ საოკუპაციოო ხაზი უკეთ გაკონტროლებინა.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები