პროტესტის 32-ე დღესაც რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

29.12.24 20:31
პროტესტის 32-ე დღესაც რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

 

პროტესტის 32-ე დღესაც რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ხალხი ივანიშვილის რეჟიმს უკან დახევას და ახალ არჩევნებს სთხოვს, ახალ წლამდე კიპატიმრების ციხეებიდან გათავისუფლებას. 

მომიტინგეები პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ. რუსთაველზე შეკრებილი გაბრაზებული ადამიანები აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" კრიზისი დღეს კიდევ უფრო გაამწვავა. არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ უდიპლომო და დასავლეთის მაგინებელი კაცი პრეზიდენტად განამწესა.

არ გაჩერდება ხალხი. სანამ ჩვენს შედეგს არ მივიღებთ და ყველა უსაფიძლოდ დაპატიმრებული ადმაიანი არ გათავისუფლდება და არ მივიღებთ ახალ არჩევნებს, ხალხი არ გაჩერდება. მთავრობას მოუწევს უკან დახევა, - ამბობს აქციის მონაწილე.

ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ ყაველაშვილი არის ხელდასმული რაღაც თანამდებობაზე, რითაც, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ვიცლიზებული სამყაროს არცერთი წევრი მას არ აღიარებს. ორი დღის წინ ვნახეთ, რომ დასანქცირდა ბიძინა ივანიშვილი და ეს აის ჩვენი ბრძოლის შედეგი, - ამბობს პროტესტის კიდევ ერთი მონაწილე.  

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.  

მსგავსი სიახლეები