პრობაციის ეროვნული ცენტრიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სააგენტოს წინაღმდეგ სარჩელი შეიტანეს
სამართლებრივი დავა პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ-სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულები უწყების წინააღმდეგ სასამართლოში მიდიან.
ისინი ფიქრობენ, რომ ბიუროდან მხოლოდ იმის გამო გაუშვეს, რომ რეპრესიები გააპროტესტეს და აქციაზე იდგნენ.
სოციალურ მუშაკთა გაერთიანების წევრები იმასაც ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ალოგიკური და აზრს მოკლებულია.
რამდენიმე დღის წინ ჩვენ წევრებს სატელეფონო ზარით შეატყობინეს, რომ 2025 წლის იანვრიდან ისინი ვეღარ გააგრძელებდნენ დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას და მათ შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდებოდათ. ჩვენთვის ეს წარმოადგენს ალოგიკურ და აზრს მოკლებულ გადაწყვეტილებას. ეს ადამიანები აქტიურად მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში და ვფქრობთ, რომ ეს გახდა გათავისუფლების მიზეზი“, - ამბობს სოციალურ მუშაკთა გაერთიანების წევრი.
მათთან არ ყოფილა რაიმე ტიპის გადაცდენა, ან შენიშვნა, ამასთან დასაბუთებულია სოცმუშაკების საჭიროება არსებული კანონმდებლობით, შესაბამისად, ამ ადამაინების გათავისუფლებას არ შეიძლება ვუწოდოთ სხვა რამე, თუ არა რეპრესიები, იმის გამო, რომ ისინი არიან პეტიციის ხელმომწერები, სადაც ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და უკანონოდ დაპატიმრებულების გათავისუფლებას. ასევე ღიად გამოთქვამენ საკუთარ აზრს საპროტესტო აქციებზე“, - ამბობს სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ერთ-ერთი წევრი.
პრობაციის ეროვნული ცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლების სარჩელი საქალაქო სასამართლოში უკვე შევიდა. ჯერჯერობით, უცნობია, როდის განიხილავენ არსებულ სარჩელს.