"ვითხოვთ რექტორის გადადგომას" - თეატრალური უნივერსიტეტი ისევ პროტესტის ეპიცენტრია
პროტესტი თეატრალურ უნივერსისტში - ახალი არჩევნების და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით უნივერსიტეტში მესამეტე დღეა სტუდენტების პროტესტი არ ჩერდება. აღნიშნულ ორ მოთხოვნას დღეს უკვე მესამეც დაემატა. ახალგაზრდები რექტორის, გიორგი შალუტაშილის გადადგომას ითხოვენ. სტუდენტების განცხადებით, შალუტაშვილმა რეჟიმის მიერ დაკავებული მსახიობების საქმის გაპროტესტებაც კი ვერ გაბედა.
ჩვენი პროტესტი დღითიდღე უფრო მასშტაბური ხდება და არ შეჩერდება. გვაქვს მყარი მოთხოვნა: გადადგეს უნივერსიტეტის რექტორი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში თავისუფალი სიტყვა ჟღერდეს, სტუდენტების ერთიანობა კი ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და სტუდენტებს, რომლებიც რეპრესიულმა რეჟიმმა უკანონოდ დააკავა. ასევე სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის სახელმწიფო თეატრის გაფიცულ რეჟისორებსა და მსახიობებს. ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანის გათვაისუფლებას, - აცხადებენ სტუდენტები.
ამ წუთებში გაფიცულ სტუდენტებს ხელოვნებათმცოდნეები, ლექტორები ხვდებიან. ისინი ახალგაზრდებთან ერთად მსჯელობენ, როგორ უნდა გაგრძელდე აპროტესტი და როგორ ხედავენ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს.
უკვე რამდენიმე დღეა უნივერსიტეტის ადმინისტაცია პროტესტის მონაწილე სტუდენტებს ხელოვნურ ბარიერებს უქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, მათ შენობაში აღარ უშვებენ.