დავა პრობაციის სააგენტოს წინააღმდეგ -გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ საპროტესტო პეტიციაზე ხელმოწერა არ აპატიეს

30.12.24 15:42
დავა პრობაციის სააგენტოს წინააღმდეგ -გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ საპროტესტო პეტიციაზე ხელმოწერა არ აპატიეს

სრულმაშტაბიანი რეპრესიები პრობაციის ევრონულ ბიუროში-თანამშრომლებს სამსახურიდან აქციებზე დგომის გამო, ერთმანეთის მიყოლებით და ახსნა განმარტების გარშე უშვებენ.

ნაწილმა სამართლებრივი დავა უკვე დაიწყო, ნაწილი კი ემზადება.

უწყებიდან გათავისუფლებულები ამბობენ, რომ მათ ნაწილს საპროტესტო პეტიციაზე ხელმოწერა არ აპატიეს.

გათავისუფლებულთა შორისაა, მარიამ სირაძე, რომელიც თვეების განმავლობაში ცენტრში მუშაობდა, 25 დეკემბერს კი დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდებოდა.

დამიკავშირდა ეიჩარი, რომელმაც მითხრა, რომ ხელშეკრულება აღარ გაგრძელდებოდა, მიზეზები არ აქვთ, ერთადერთი ამბობენ, რომ რესურსი არ არის, რის გამოც წყდება ხელშეკრულება. ვინაიდან, ჩემს პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ღიად გამოვხატავდი, შესაბამისად, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი. დღეს შევიტანეთ სასამართლოში კოლექტიურ დავაზე შევიტანეთ განჩინება და სამართლებრივ ნაწილში, ვცდილობთ ბოლომდე ვიბრძოლოთ ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად“, - ამბობს სირაძე.

პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლებული თანამშრომლები, რამდენიმე დღის განმავლობაში მოითხოვდნენ, ხელმძღვანელი პირი შეხვედროდათ, თუმცა, არცერთ მათგანთან დირექტორი კავშირზე არ გასულა და არ განუმარტავს, რატომ მოხდა 10 ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება.

 

მსგავსი სიახლეები