რუსული კანონის მოწინააღმდეგე ფრიდონ ბუბუტეიშვილის პროცესი 20 იანვრამდე გადაიდო

30.12.24 17:42
რუსული კანონის მოწინააღმდეგე ფრიდონ ბუბუტეიშვილის პროცესი 20 იანვრამდე გადაიდო

რუსული კანონის მოწინააღმდეგე ფრიდონ ბუბუტეიშივლი რეჟიმის განაჩენს ელოდება. ციხეში 7 წლიანი მუხლით გაშვებული აქტივისტის პროცესი დღეს მოსამართლემ 20 იანვრამდე გადაიდო. სავარუდოდ, ამ დღეს იტყვის ის საბოლოო სიტყვასაც.

ცნობისთვის, ფრიდონ ბუბუტეიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. 20 წლის ახალგაზრდას ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან - სხვისი ნივთის დაზიანებას და ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას. საუბარია, ასევე რკინის ჯებირის დაზიანებაზე და მეხანძრე მაშველისთვის ქვის სროლაზე. ბუბუტეიშვილი ბრალდებას არ აღიარებს და  მბობს, რომ ქვა ნამდვილად ეჭირა, მაგრამ მას პარლამენტის შენობაში მყოფი მეხანძრისთვის არ უსვრია.

მსგავსი სიახლეები