ილიაუნის სააპელაციო საჩივარი, პირობით ავტორიზაციაზე, დაკმაყოფილდა - ქეთი დარახველიძე

30.12.24 17:56
ილიაუნის სააპელაციო საჩივარი, პირობით ავტორიზაციაზე, დაკმაყოფილდა -  ქეთი დარახველიძე

ილიას უნივერსიტეტის კანცლერი, ქეთი დარახველიძე ამბობს, რომ ილიაუნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა – აპელაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი.

ილიაუნის კანცლერი აპელაციის საბჭოს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.

აპელაციის საბჭო არ იზიარებს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას. ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი. 
დიდი მადლობა აპელაციის საბჭოს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის!
"-  წერს ქეთი დარახველიძე.

27 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია ერთ წელიწადში მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნით მიიღო. საბჭომ ჩათვალა, რომ უნივერსიტეტი ავტორიზაციის მოთხოვნებს სრულად ვერ აკმაყოფილებდა.

უნივერსიტეტმა გადაწყვეტილება სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრა.

სწორედ ამ კომისიის გადაწყვეტილება გახდა დღეს ცნობილი.

მსგავსი სიახლეები