"ოცნებამ" არჩევნების უზურპაცია მოახდინა - ქვეყანაში დროებით დაბრუნებული ემიგრანტების პროტესტი

30.12.24 18:35
"ოცნებამ" არჩევნების უზურპაცია მოახდინა - ქვეყანაში დროებით დაბრუნებული ემიგრანტების პროტესტი

ამ წუთებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ძველ შენობასთან საქართველოში დროებით დაბრუნებული ემიგრანტები და მათი ოჯახის წევრები იკრიბებიან. 

ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ წლობით ცხოვრობდნენ, სახალხო პროტესტს უერთდებიან და როგორც ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, ასევე უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. 

პროტესტის ავანგარდში მოქცეული მოქალაქეები, რომლებიც რამდენიმე წუთში საგარეო საქმეთა სამინისტროსკენ დაიძვრებიან და საბოლოოდ მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ, "პირველებთან" ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" არათუ მოიპარა და გააყალბა ადამიანთა ხმები, არამედ არჩევნების უზურპაცია მოახდინა. 

26 ოქტომბერს საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ ჩვენი არჩევნების უზურპაცია მოახდინა. ივანიშვილმა რუსეთის ხელით არჩევნები მოგვპარა. გაყალბებასაც ვერ ვიტყვი, ეს იყო უზურპაცია. ყველაფერი აქედან დაიწყო და ის მომენტი, რომ კობახიძე ევროპასთან მოლაპარაკებების გახსნას აჩერებდა, წითელი ხაზი იყო. ევროინტეგრაციის იდეას ჩვენ ე.წ. ხელისუფლება ვერ წაგვართმევს", - ამბობს მოქალაქე. 

მსგავსი სიახლეები