ჰოსპიტალში 60 წლის ზევით მოქალაქეების 67% ხვდება, მათი აცრაზე აქტივობა დაბალია - ტიკარაძე

08.09.21 12:35
ჰოსპიტალში 60 წლის ზევით მოქალაქეების 67% ხვდება, მათი აცრაზე აქტივობა დაბალია - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე  ტიკარაძის, თქმით, გამოიკვეთა, რომ 60 წელს ზემოთ მოქალაქეების აქტივობა ვაქცინაციაზე დაბალია. 

ტიკარაძის თქმით, ვაქცინაციის ტემპის დასაჩქარებლად მოხდება ოჯახის ექიმების ჩართულობის გაზრდა.

ჰოსპიტალში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების 67% ხვდება, საიდანაც ძალიან მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი 15% -ს აღემატება. ფინანსთა სამინისტროს წარვუდგინეთ ანალიზი ამ მოქალაქეებს წახალისებითა და ინტენსიური ვაქცინაციით, შეგვიძლია ჰოსპიტალურ სექტორში დაწოლის რისკების მოხსნა 50%-ით, რაც მოგვეცმს ფინანსურ და ფისკალურ ეფექტს. ჩვენი მიზანია, გარდა სავალდებულოობისა, გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი, რაც მეტ ეფექტურობას გამოიწვევს ვაქცინაციასთან მიმართებაში ",- ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.