ბათუმის საქალაქო სასამართლოში ვაჟა დარჩია, აზა გაბუნია და ლევან გორგილაძე დაიბარეს

30.12.24 19:08
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ვაჟა დარჩია, აზა გაბუნია და ლევან გორგილაძე დაიბარეს

13 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში სამი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაიბარეს - კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრებს, ვაჟა დარჩიას და აზა გაბუნიას, ასევე კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, ლევან გორგილაძეს გზის უკანონოდ გადაკეტვას და აქციის ორგანიზატორობას ედავებიან. 

სამივე მათგანმა სასამართლოდან შეტყობინება დღეს მიიღო, თუმცა როგორც ვაჟა დარჩიამ "პირველებთან" საუბრის დროს განაცხადა, არ იცის, რომელ აქციაზეა საუბარი, რადგან მისივე განმარტებით, ბათუმში ხალხის მასობრივი პროტესტი ერთი თვეა რაც უწყვეტად მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები