წერილი აშშ-ის საელჩოს - საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ
უწყვეტი პროტესტი გრძელდება - ამ წუთებში მოქალაქეები თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან იკრიბებიან, სადაც ხელს აწერენ წერილს, რომელსაც საქართველოში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გააგზავნიან.
წერილში მოქალაქეები წერენ, რომ ახლა საქართველოს მოსახლეობას აშშ-ის დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.
საქართველო მთელი თავისი ისტორიის მანძილზე იბრძვის თავისუფლებისთვის. დღეს, ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა იყოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომელიც არის ქვეყნის განვითარების, მშვიდობის მომხრე მათ სჭირდებათ მხარდაჭერა და ამ გაერთიანებული სულისკვეთების იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა მშვიდობის და განვითარების გზას დაადგება და ამ ბრძოლაში და მცდელობაში მის გვერდით იქნები მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები'', - ამბობს მაიკო ჯამბაზიშვილი.