"ელინისტები და ელინოფილები თავისუფლებისთვის" - მოქალაქეები მსვლელობისთვის ემზადებიან

30.12.24 19:58
"ელინისტები და ელინოფილები თავისუფლებისთვის" - მოქალაქეები მსვლელობისთვის ემზადებიან

პროტესტის 32-ე დღე - ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ელინისტები და ელინოფილები იკრიბებიან. ისინი მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ, სადაც საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. 

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, მოქალაქეები ახალი არჩევების ჩატარებას და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ. 

ელინისტები ვუერთდები საერთო მოთხოვნას, რაც გულისხმობს ხელახალ ობიექტურ არჩევნებს და პოლიტ პატიმრების გათავისუფლება. ჩვენ ელინისტები ვართ ერთგული ევროპული ღირებულებების, რომელთა სამშობლო გახლავთ საბერძნეთი და ძალიან კარგად ვიცით ის საფრთხეები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა, სწორედ ამიტომ ვდგავართ აქ დღეს, რომ ეს საფრთხეები თავიდან ავაცილოთ ჩვენს ქვეყანას'', - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.  

მსგავსი სიახლეები