219 ლარი და 52 თეთრი - კოვიდ ექიმების მიზერული ანაზღაურება

08.09.21 13:02
219 ლარი და 52 თეთრი - კოვიდ ექიმების მიზერული ანაზღაურება

იმ სამედიცინო პერსონალმა, რომლიც კოვიდინფცირებულ პაციენტებს დღე და ღამის განმავლობაში  ემსახურება, ანაზღაურების სახით 219 ლარი და 52 თეთრი  აიღო.

კლინიკების ერთი ნაწილი ექთნებს მორიგეობაში მინიმალურ თანხას უხდის. ირკვევა, რომ ხშირად მედიკოსები   სახლში საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასით ბრუნდებიან.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, არათანაბარ ანაზღაურებას შრომის ინსპექცია სწავლობს. 

ექიმების, ექთნების და სანიტრების  არათანაბარ ანაზღაურებას შრომის ინსპექცია  სწავლობს, 2 კლინიკის შემთხვევას, რომლიდანაც არის განცხადება. 114 კლინიკის შემთხვევასაც შრომის ინსპექცია შეისწავლის.  ეს, არის რა თქმა უნდა, ძალიან დაბალი ზღვარია და  უტოლდება დანაშაულს", - ამბობს ტიკარაძე.