ზუგდიდში, კრიმინალურმა პოლიციამ სამ ქალს ბალაკლავას მოხსნა მოსთხოვა
ზუგდიდში, კრიმინალურმა პოლიციამ სამ ქალს ბალაკლავას მოხსნა მოსთხოვა - ფაქტის ამსახველ ვიდეოს "დროას" წევრი, მარიამ სიჭინავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ზუგდიდი, პროტესტის 33-ე დღეს, სამ ქალს ბალაკლავას ტარებისთვის კრიმპოლმა ბრალდება წამოგვიყენა ასკს 174-ე მუხლით, რომელსაც არ ვემორჩილებით," - წერს მარიამ სიჭინავა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 174-ე მუხლი ერთ-ერთია იმ 28 კანონპროექტს შორის, რომელსაც არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დღეს ხელი მოაწერა. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ითვალისწინებს აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექნიკის აკრძალვას.