დავა პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ - სამსახურიდან გაშვებულმა თანამშრომლებმა სარჩელი მოამზადეს
სამართლებრივი დავა პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ - სამსახურიდან გაშვებულმა ათმა თანამშრომელმა სარჩელი უკვე მოამზადა. ფსიქოლოგები მედიატორები და სოცმუშაკები ცენტრიდან მხოლოდ იმის გამო გაუშვეს, რომ კრიტიკული პოზიციის დაფიქსირებას არ ერიდებოდნენ და აქციებზე იდგნენ. რეპრესიების მსხვერპლი საჯარო მოხელეები ყვებიან, რომ ბიუროს შეფმა დასაჯა ყველა, ვინც "ოცნების" სისხლიან რეჟიმს ეწინააღმდეგება.
პრობაციის ეროვნული ბიუროს შეფმა რეპრესიები დაიწყო რეგიონებშიც. სამსახურიდან გაუშვეს სოციალური მუშაკები ქუთაისშიც. ანა ენდელაძე ერთ-ერთია, ვინც აქციებზე ყოფნის გამო სახლში გაუშვეს. რეჟიმს ნერვებმა უმტყუნა, ვისაც ვერ იმორჩილებენ, საჯარო სამსახურიდან უშვებენ.
სოციალურმა მუშაკებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართეს. მთავარი მოთხოვნა სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული თანამშრომლების აღდგენა და შესაბამისი შრომითი პირობებია. გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ხელმძღვანელთან შეხვედრა არაერთხელ ითხოვეს, სააგენტოს შეფი კი იმალება, რადგან თანამშრომლების კითხვებზე პასუხები არ აქვს.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.