ელინისტები თეატრალურ უნივერსიტეტთან მივიდნენ - მოქალაქეები მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ

30.12.24 20:35
ელინისტები თეატრალურ უნივერსიტეტთან მივიდნენ - მოქალაქეები მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი ელინისტები და ელინოფილები საპროტესტო მსვლელობით თეატრალურ უნივერსიტეტთან მივიდნენ.

"ყველაზე დიდი სასწაული არის ქვეყნის დაცვა", "ელინისტები და ელინოფილები თავისუფლებისთვის" - ამ შინაარსის ტრანსფარანტები აქვთ პროტესტის ავანგარდში მოქცეულ ადამიანებს ადგილზე მიტანილი, რომლებიც გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. 

დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია. მოქალაქეები ახალი არჩევების ჩატარებას და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ. 

ყველამ იცის რას ნიშნავს დემოკრატია და მინდა ვუთხრა ''ქართულ ოცნებას'' ვერ მოატყუეთ ქართველ ხალხს და თქვენს ტირანიას ვერ შემოგვაპარებთ და დღეს გამოვედით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მოვითხოვოთ პოლიტ პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები და სამართლიანობის აღდგენა ჩვენს ქვეყანაში'', - ამბობს აქციის მონაწილე.

მსგავსი სიახლეები