"რუსეთი ჩვენი საერთო მტერია" - ემიგრანტები პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ

30.12.24 20:50
"რუსეთი ჩვენი საერთო მტერია" - ემიგრანტები პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ

საქართველოში პროტესტის 33-ე დღეა - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ქვეყანაში დრობით დაბრუნებული ემიგრანტები და მათი ოჯახის წევრები შეუერთდნენ. 

"რუსეთი ჩვენი საერთო მტერია", "ევროპა არის მშვიდობა - რუსეთი არის მონობა" - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით აქვთ მოქალაქეებს ადგილზე მიტანილი. 

ყველამ კარგად იცის, თუ რისი მოთხოვნა გვაქვს ახლა. გაათავისუფლეთ რეჟიმის პატიმრები, გაათავისუფლეთ საქართველო რუსული დიქტატურისაგან. ვითხოვთ მშვიდობას და მშვიდობიან ცხოვრებას. ეს არ არის მშვიდობა, ეს არის ომი საკუთარი ერის წინააღმდეგ'', - ამბობს აქციის ერ-ერთი მონაწილე.

თავდაპირველად, ემიგრანტები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, ბოლოს კი რუსთველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. 

მსგავსი სიახლეები