ბოლნისის სოფელ ნახიდურში არეულობაა - ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმები არიან მობილიზებული
ბოლნისის სოფელ ნახიდურში არეულობაა - ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმები არიან მობილიზებული.
ამის შესახებ "პირველებს" ადგილიდან აცნობეს. დაპირისპირება მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოავარიას მოჰყვა, რის შედეგადაც ორი მოზარდი დაიღუპა.
Aktual.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოზარდი ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდა ამისა, შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა კიდევ ორი ახალგაზრდა, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ.
პოლიციას მარნეულიდან ნახიდურისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილი აქვს.