ბათუმში პროტესტი გრძელდება - მოქალაქეებს სასამართლოში იბარებენ
პროტესტი ბათუმში - ტრადიციულად მთავრობის სახლის წინ გზა გადაკეტილია და მოქალაქეები "ქართული ოცნების" ანტიევროპული პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ბათუმის საქალაქოდან ათზე მეტს ადამიანს მიუვიდა შეტყობინება, რომ 13 იანვრიდან ადმინისტრაციულ საქმეებზე მათი გასამართლება დაიწყება. აქციის მონაწილეების საქმეებს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე განიხილავს.
პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები, რომელთაც გზის გადაკეტვასა და აქციის ორგანიზატორობას ედავებიან, ამბობენ, რომ მსგავსი ხერხების უკან აქტიური მოქალაქეების დაშინების მცდელობა იმალება.
დღეს დამირეკეს და გზის გადაკეტვას მედავებიან. 15-მდე ადამიანს დაგვირეკეს, ველოდებით კიდევ ბევრს რომ დაურეკავენ იმიტომ, რომ ეს მათი ბოლო გაფართხალებაა და მე მგონია, რომ საახალწლო ჰონორარებში, რაც დახარჯეს, უნდათ, რომ ჩვენი ჯარიმებით გადახდით ამოიღონ'', - ამბობს მოქალაქე.
"პირველებს" ჰქონდა შესაძლებლობა სამართალდამცველებსაც გასაუბრებოდნენ. როგორც პოლიციელი ამტკიცებს, გზის გადაკეტვისთვის აქციაზე მოქალაქეთა საკმარისი რაოდენობა არ იყო, შესაბამისად, მისივე განმარტებით, ვისი იდენტიფიცირებაც მოხერხდა, ისინი დაიბარეს სასამართლოში.
გადაიკეტა სავალი ნაწილი. არ შეადგენდა იმ ოდენობის ხალხის რაოდენობას, სადაც საჭირო იქნებოდა გზის გადაკეტვა, შესაბამისად შედგა სამართალდამრღვევი ოქმები, ვის იდენტიფიცირებაც მოვახდინეთ და შევძელით'', - ამბობს პოლიციელი.