საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ხელშეკრულება შემიწყვიტა - შატაკიშვილი
მოქალაქე გიორგი შატაკიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ხელშეკრულება შეუწყვიტა.
გიორგი შატაკიშვილი მიზეზად მის გაცხადებულ სამოქალაქო პოზიციასა და რუსული ხელისუფლების მიმართ უარყოფით განწყობას ასახელებს.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ხელშეკრულება შემიწყვიტა. მიზეზი, რა თქმა უნდა, ჩემი ოპოზიციური განწყობაა, რუსული ხელისუფლების მიმართ. მოგი@%ანთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება! და მაინც, საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი, საითაც ასე სწრაფად მიგვაქანებთ! წინ, ევროპული მომავლისკენ!", - წერს შატაკიშვილი.