თეატრალურ უნივერსიტეტში სტუდენტები ღამეს ათევენ - ახალგაზრდები რექტორის გადადგომას მოითხოვენ
თეატრალური უნივერსიტეტში პროტესტი გრძელდება - უკვე მეთოთხმეტე დღეა, რაც სტუდენტები უნივერსიტეტში იმყოფებიან და ღამეს ათევენ.
პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
აღნიშნულ ორ მოთხოვნას დღეს მესამეც დაემატა - ეს არის თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შალუტაშვილის გადადგომა.
გაფიცული სტუდენტის, ნია გუგავას თქმით, გიორგი შალუტაშვილი არის სისტემის ინტერესების გამტარებელი, რის გამოც ის უნდა გადადგეს.
არ ვაპირებთ დანებებას მანამ, სანამ ჩვენი ეს სამი მოთხოვნა არ შესრულდება. ორი მოთხოვნა, რომელიც უერთდება საზოგადოების მოთხოვნას, მესამე ბატონი გიორგი შალუტაშვილის გადაყენებაა. სტუდენტს გვჯერა, რომ სანამ დავიწყებთ დიდ სისტემასთან ბრძოლას, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველანაირი შესაძლებლობა, რომ სისტემის პატარა ჭანჭიკები მოვანგრიოთ და ჩვენ გვჯერა და ვთვლით, რომ გიორგი შალუტაშვილი არის ამ სისტემის ინტერესების გამტარებელი ადამიანი, ამიტომ ვითხოვთ მის გადაყენებას და ეს იქნება დიდ გამარჯვებამდე პატარა გამარჯვება. '', - ამბობს ნია გუგავა.