საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა ჩემთან შრომითი ხელშეკრულება - მამუკელაშვილი
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სამსახურიდან კიდევ ერთი ადამიანი გაუშვა - მოქალაქე ანი მამუკელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სააგენტომ მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტა.
რამდენიმე წუთის წინ სატელეფონო კომუნიკაციით მეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ შეწყვიტა ჩემთან შრომითი ხელშეკრულება, 2-წლიანი შრომის (ვინც მიცნობს რამხელა ცოდნა და ენერგია ჩავდე ჩემს სამუშაოში). შემდეგ, სულ 24-წამიანი სატელეფონო საუბრით შემიწყვიტეს ე.წ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მიზეზით. აქვე დავძენ, რომ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც მოაწერა ხელი პეტიციას. დიდი მადლობა რეესტრს ჩემი შრომის დაფასებისთვის", - წერს მამუკელაშვილი.