პროტესტის 35-ე დღე - პარლამენტის წინ გზა გადაიკეტა
პროტესტის 35-ე დღე - საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები ისევ შეიკრიბნენ.
შეკრებილების მოთხოვნა უცვლელია - ისინი საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
როგორც შეკრებილები ამბობენ, ახალი წლის მიუხედავად პროტესტი უნდა გაგრძელდეს, რადგან საქართველოს ევროპული მომავალია დასაცავი.
აქციის მონაწილეების თქმით, ვიდრე რეჟიმი ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს და დაკავებულებს არ გაათავისუფლებს, ისინი აქციებს არ შეწყვეტენ.