დავიბედოთ ერთმანეთი! - 2 იანვარს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ აქცია დაანონსდა

01.01.25 21:58
დავიბედოთ ერთმანეთი! - 2 იანვარს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ აქცია დაანონსდა

ბედობა რუსთაველზე! - 2 იანვარს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ აქცია დაანონსდა.

აქციის ორგანიზატორი ჯგუფი “დაიტოვეა“, რომელიც წერს, რომ “წელს ყველამ დაინახა, რომ საქართველოს ჰყოლია თავისუფალი, ღირსეული, ამაყი, პატრიოტი მოქალაქეები, რომლებიც არ იღლებიან და არ ნებდებიან.“

 2 იანვარი, 19:00 საათზე, თბილისი, რუსთაველის გამზირი, ბედობა რუსთაველზე! დავიბედოთ ერთმანეთი!
წელს დავინახეთ ის, რაც სცადეს, რომ დაგვიწყებოდა: საქართველოს ჰყოლია თავისუფალი, ღირსეული, ამაყი, პატრიოტი მოქალაქეები, რომლებიც არ იღლებიან და არ ნებდებიან.
ამ დღეს მადლიერება გამოვხატოთ ერთმანეთისადმი და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ:
- თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!
- ვითხოვთ ახალ არჩევნებს!“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.