ხელვაჩაურში ავტომობილი გზიდან გადავარდა - დაიღუპა მძღოლი

02.01.25 16:44
ხელვაჩაურში ავტომობილი გზიდან გადავარდა - დაიღუპა მძღოლი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახლისპირთან, მანქანა გზიდან გადავარდა. მომხდარის მძღოლი ემსხვერპლა. 

შემთხვევა პირველი იანვრის დილას მოხდა. მანქანა თითქმის 24-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.