,,ოცნებას" მიეცა შანსი გახარიას წინასაარჩევნოდ სიტყვიერი ბრალდება წაუყენოს - ირაკლი ხვადაგიანი

08.09.21 16:19
 ,,ოცნებას" მიეცა შანსი გახარიას წინასაარჩევნოდ სიტყვიერი ბრალდება წაუყენოს - ირაკლი ხვადაგიანი

20 ივნისის სისხლიანი დარბევის ერთ-ერთი დაზარალებული, ირაკლი ხვადაგიანი,  ამნისტიის კანონის მიღებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციას აკისრებს. ხვადაგიანი აღნიშნავს, რომ ოპონენტები მმართველი პარტიის შანტაჟს რომ არ აჰყოლოდნენ და დოკუმენტზე ხელი არ მოეწერათ, პარლამენტი აღნიშნულ კანონს ვერ მიიღებდა. ,,გავრილოვის ღამის" ერთ-ერთი დაზარალებულის ვარაუდით, მამრთველ პარტიას დღეს მიეცა შანსი, მის მთავარ კონკურენტს, გიორგი გახარიას, წინასაარცევნო პერეიოდში 20 ივნისის საქმეზე სიტყვიერად წაუყენოს ბრალდება.

ოპოზიციამ ვერ გაუძლო წნეხს და მაინც წაყვა შანტაჟზე ხელიუფლებას, რომ ჩიხური მდგომარეობა არ გამოსულიყო. საბოლო ჯამში მოხდა ის, რაც მმართველ პარტიას აწყობდა. ,,ოცნებამ" დიალოგის მონაწილე ყველა მხარე გადააგდო: ვინც გარიგებაში შევიდა და ისინიც, ვინც პრინციპული დარჩა, ასევე ევროპული მხარეც, რომელიც დღეს განცხადებას განცხადებაზე აკეთებს, თუ როგორ ჩააგდეს სასამართლო რეფორმა და ყველა პირობა. საბოლოო ჯამში მივიღეთ მოცემულობა, რომ პოლიციელებიც და  20 ივნისის საქმეში მთავარი დამნაშავეებიც ფორმალური პასუხისმგებლობიდანაც კი თავისუფალი არიან. 

,,ოცნებას" დღეს აქვს შესაძლებლობა, რომ სპექტაკლი გააგრძელოს და მის მთავარ კონკურენტად მიჩნეულ გიორგი გახარიას, რომელიც 20 ივნისის საქმეზე გამოძიებისა და პასუხისმგებლობის ქვეშ უნდა იყოს, წინასაარჩევნო პერიოდში სიტყვიერი ბრალდებები წაუყენოს ,,გავრილოვის ღამის" საქმეზე.

ვფიქრობ, რომ ეს არის მაინც უფრო ოპოზიციის ბრალი. 

ეს ჭიდაობა ამნისტიის კანონის ირგვლივ ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, ,,ოცნებას" შეენარჩუნებინა ძალაუფლება და ეს მან მშვენივრად შეძლო - აცხადებს 20 ივნისს დაზარალებული ირაკლი ხვადაგიანი.

ოცი ივნისის საქმე ამნისტირებულია, პასუხისმგებლობისგან ყველა ის პირი გათავისუფლდება, ვინც ე.წ გავრილოვის ღამეს ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდა.

ამნისტია მომავლში შეეხებათ იმ თანამდებობის პირებსაც, ვინც დარბევის უკანონო ბრძანება გასცა -ეს გადაწყვეტილება დაზარალებულებისთვის წითელი ხაზია. ანტიოსაკუპაციო აქციის მონაწილეები,  ვინც ოც ივნისს თვალი დაკარგა და უკიდურესად დაშავდა, გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და სამართლებრივ დავას აანონსებენ.