ერთად შევხვდეთ ბედობას! - საქართველოს მოქალაქეები ისევ რუსთაველის გამზირზე დგანან

02.01.25 20:09
ერთად შევხვდეთ ბედობას! - საქართველოს მოქალაქეები ისევ რუსთაველის გამზირზე დგანან

 

ერთად შევხვდეთ ბედობას!  - ქართველი ხალხი ისევ რუსთაველის გამზირზეა. იქ, სადაც პროტესტის ჯადოსნურ ახალ წელს ყველა ერთად იდგა, დღესასაწაული გრძელდება. მოქალაქეები ამბობენ, რომ ქვეყნის კურსის ცვლილებას არ შეეგუებიან და თვლიან, რომ მათი მომავალი ევროპაშია. ხალხი აცხადებს, რომ "ოცნების" რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში არ დაიღლებიან. 

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს საპროტესტო ბანერები აქვთ მიტანილი, რომელზეც ირაკლი კობახიძის და მიხეილ ყაველაშვილის ფოტოებია გამოსახული. ხელში უკავიათ საქართველოს და ევროკავშირის დროშებიც. 
 

რუსული ტერორისტული რეჟიმი რომ არ დაგვებედოს, ამიტომ ბედობის დღეს ვატარებთ აქ. ვისაც სჯერა და არ სჯერა, ყველა იაზრებს, რომ აქ დგომა და ჩვენი პროტესტის უწყვეტობის გაგრძელება არის ჩვენი ეგზისტენციალური მნიშვნელობის. ჩვენ ახლა გადარჩენა-არგადარჩენის საკითხის წინაშე ვდგავართ და ჩვენი არჩევანია გადარჩენა, - ამბობს კინორეჟისორი გიორგი თავართქილაძე. 

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის ჩართვაში.