პუტინის დევნის სმხვერპლ რუს უფლებადამცველს გომელაურმა თავშესაფარზე უარი უთხრა

02.01.25 20:38
პუტინის დევნის სმხვერპლ რუს უფლებადამცველს გომელაურმა თავშესაფარზე უარი უთხრა

 

პუტინის დევნის მსხვერპლს გომელაურმა თავშესაფრის მიღებაზე უარი უთხრა. სტანისლავ დიმიტრევსკი წლების განმავლობაში მუშაობდა რუსეთში იმ ადამიანების უფლებების დასაცავად, ვისაც დიქტატორი მძიმე დღეებს უწყობდა. 

ბოლოს, იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. სტანისლავ დიმიტრევსკი საქართველოში 2022 წლის შემდეგ იმყოფება. მის წინააღმდეგ პუტინის რეჟიმმა დევნა სახელმწიფო ღალატის ორი მუხლით დაიწყო. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსი უფლებადამცველი გომელაურის უწყებას თავშესაფარს სთხოვდა, მაგრამ უშედეგოდ. უთხრეს, რომ რუსეთში ადამინის უფლებები არ ირღვევა და ისევ იქ უნდა დაბრუნდეს, საიდანაც ჩამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ დმიტრიევსკის თავდებში HRW ჩაუდგა. წერილში, რომელიც ორგანიზაციამ ვახტანგ გომელაურს გაუგზავნა, დეტალურად იყო განმარტებული, რატომ ემუქრებოდა საფრთხე დმიტრიევსკის, თუმცა როგორც ჩანს, ეს მტკიცებულებები შს მინისტრისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, რა თქმა უნდა, გამოვედი მიტინგზე. მერე დაჭერები დაიწყო და მაშინაც რუსეთში დავრჩი, იმიტომ, რომ ვთვლი, სადაც დაიბადე, იქ უნდა იბრძოლო ბოლომდე, მაგრამ როდესაც ჩავედი, აღმოჩნდა, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს ჩემს მიმართ აღძღული ჰქონდა სისხლის სამართლის საქმე. რა მუხლით არ ვიცი, სავარაუდოდ, სახელმწიფოს ღალატით. მე შეიარაღებული კონფლიქტების თემაზე ვმუაობდი და ეს თემები ჩეჩნეთსა და უკრაინაშ სამხედრო დანაშაულების გამოძიებას ეხებოდა. როგორც ჩანს, ამის გამო დაიწყეს გამოძიება ჩემს მიმართ. გამოაცხადეს ძებნა და მე მივხვდი, რომ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში, მუშაობის გაგრძელებას ვერ შევძლებდი და კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გავხდებოდი და ვიქნებოდი კიდევ ერთი თავსატეხი მათთვის, ვინც პოლიტპატიმრებს ეხმარება. ამიტომ, მოვითოხვე თავშესაფარი საქართველოში. ვფიქრობ, რომ ახლა უნდა ვიმუშაო და ვიბრძოლო ასე. საქართველოს ხელისუფლების პასუხმა გამაკვირვა. უარს ერთადერთი საფუძველი ჰქონდა“ რუსეთშ არ არსებობს არც საერთაშორისო და არც სამხედრო კონფლიქტი და არც ადამიანის უფლებების დარღვევას აქვს სისტემური ხასიათი. იცით, თავიდან შოკი მქონდა, მერე კი მივხვდი, რატომ იყო ასეთი პასუხი: ეს ამჟამინდელი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ დამახასიათებელი თვისებაა. როგორც ჩანს, ადმაიანის უფლებების დაცვის იდეალი მათთვის რუსეთია, - ამბობს დმიტრიევსკი. 

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის ჩართვაში.