პროტესტის 36-ე დღე ბათუმში - ხალხი ბედობას ზღვისპირა ქალაქშიც ერთად ხვდება
პროტესტის 36-ე დღე ბათუმში - ხალხი ბედობას ზღვისპირა ქალაქშიც ერთად ხვდება. მოქალაქეები ტრადიციულად ქალაქის ცენტრში მივიდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოსთან ხალხი ამ წუთებშიც იკრიბება.
აქ უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი აქ არის. დღეს იწერება საქართველოს ახალი ისტორიის ფურცელი. ჩემს ხალხთან ერთად ვდგავარ, ჩემი 4 შილიშილით და ოჯახით. აქ დგანან ჩემი სტუდენტები, მომავალი თაობა, რომელიც იბრძვის უკეთესი მომავლისთვის, - ამბობს მოქალაქე.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ბრძოლას მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ.
ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. დსრწმუნებული ვარ, ამ რეჟიმს დავასრულებთ ჩვენი ერთიანობით, - ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.
ვრცლდა ნახეთ ნატო გოგელიას ჩართვაში.